თურნავა: სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში, 2021–2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული საქართველოს მისცემს საშუალებას, სწრაფად დაძლიოს პანდემიის ნეგატიური შედეგი.

„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო ექვს წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება – საშუალო ტემპით 5.8 პროცენტი, თითქმის ექვსი პროცენტი წლიურად. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი: შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტპატიმრის წოდება არ იყოს სწორი, მაგრამ ზოგადად რომ ეს პოლიტიზებული სიტუაციაა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად