თურნავა სასტუმროებზე:პირველ მარტამდე აღებული სესხის 80%-ის სუბსიდირებას მოვახდენთ

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო სასტუმროების ქსელს დაეხმარება.

კერძოდ, თურნავას თქმით, ქართული სასტუმროების 90%-ზე მეტს 1-ელ მარტამდე აღებული სესხის 80% დაუსუბსიდირდება.

„მიკროგრანტების გაზრდილი ბიუჯეტია ასახული და ასევე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ პროექტების პირველ შერჩევას და ეს იქნება ძალიან მასშტაბური კამპანია. სასტუმროების, დაზარალებული ბიზნესის, სასტუმროების საბანკო სესხის სუბსიდირება. იცით, რომ აქამდე ძალიან ოპერატიულად გავავრცელეთ ეს პროგრამა.

“2 000-მდე სასტუმროს დახმარებას ვაპირებდით, მაგრამ ბიუჯეტში ასახული თანხებით და ჩვენი გადაწყვეტილებით ეს პროგრამაც გაფართოვდა და მოიცავს საქართველოს სასტუმროების 90%-ზე მეტს, ყველას ვისაც ბრუნვა 20 მილიონ ლარამდე ჰქონდა და მოიცავს 1 მარტამდე აღებული სესხის სრულად სუბსიდირებას – ეროვნულ ვალუტაში 80%-ით და უცხოურ ვალუტაში 70%-ით. დღეს „აწარმოე საქართველოში“ გააკეთებს განცხადებას და დღეიდან ვიწყებთ განახლებული ფორმატით სასტუმროებიდან განაცხადების მიღებას და დავეხმარებით ქართული სასტუმროების დიდ წრეს, ვინც ამ პროგრამაში ჩაჯდა, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : მოგვიწია ისეთ პაციენტებთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ, ამან გამოიწვია მედპერსონალის ინფიცირება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : თუ თავი არ აქვთ იმისთვის, რომ შესაბამისი თანხმები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან