თურნავა-სახელმწიფო ფრონტერას თანამშრომლებს ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამერიკულ კომპანია ფრონტერასთან თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა.

თურნავას თქმით, ამჟამად მთავრობა ფრონტერასთან “საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან.” ამავდროულად თურნავას თქმით, დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კოროპორაციამ ერთჯერადი დახმარების სახით გაწიოს 1 200 ლარის სახით”, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რადგანაც დღეს მათი საქმიანობის შემაფარხებელი გარემოებები არ არსებობს.

საქართველოს მთავრობა ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის ზიანი, რაც ამ საქმის გამო მიადგა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს, სხვა შემთხვევაში კი კომპანიასთან კონტრაქტის მთლიანად გაუქმება იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების მეოთხე და შესაძლებელია, მეხუთე ეტაპიც
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება