თურნავა სააკაშვილის მიერ ვაქცინის შეთავაზებაზე: ეს არის არასერიოზული გამონათქვამი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს არამარტო კოვაქს პლატფორმაზე, არამედ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან.

„ეს არის არასერიოზული გამონათქვამი იმ დროს, როდესაც თავად მალტას არ ყოფნის თავისთვის ვაქცინა. ვაქცინა მთელ მსოფლიოში არის პრობლემა. მალტამ 80 000 დოზის მოთხოვნით მიმართა ახლა შესაბამის სტრუქტურებს ქვეყნის გარეთ. ვაქცინის დოზები თავად ევროკავშირს 60%-ით ნაკლები აქვს, რაც მათ ჰქონდათ გათვლილი, სააკაშვილის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, არამარტო ამ კოვაქს პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაში“ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ენგურჰესის კაშხალში ოქროს ეძებენ?