თურნავა – სააკაშვილი შიმშილობს თუ არა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განაცხადებით, სააკაშვილი კანონით დაკისრებულ სასჯელს იხდის.

მან ასევე სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრსთვის, ნაკლებად საინტერესოა.

„სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებულია კანონით. რაც შეეხება, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, არ მიწყინოთ, ვფიქრობ, ამაზე არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოშიც ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს კვება, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ახლა ეს კონკრეტული, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წინა სტატიაშიპირებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები
შემდეგი სტატიაზარქუა ოპოზიციურ პარტიებზე – მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ მილევად რეჟიმშია და არ უნდათ, სააკაშვილთან გაიგივდნენ