თურნავა რესტორნების შეზღუდვაზე – იმედი გვაქვს 1-ლი ივნისიდან საერთოდ მოვხსნით

“პირველ რიგში, მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 9 საათისა. ასევე, მინდა დავაზუსტო, რომ დღემდე სასტუმროს შიგნით არსებულ რესტორნებზე მოქმედებდა შეზღუდვა – ფუნქციონირება 9 საათიდან აკრძალული იყო და ეს შეზღუდვაც იხსნება.

რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ უკვე წამოვიდა ტურისტები და ვიცით, რომ შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უკვე უფრო მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება” – თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს სჭირდება საპარლამენტო საქმიანობას
შემდეგი სტატიაSJC დმანისზე – ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა