თურნავა ფრენებზე – ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება

ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას.

„ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით, თუმცა ეპიდვითარება თავის კორექტივებს შეიტანს ამ ვითარებაში, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი შემოიღო საქართველოდან გასული მგზავრისთვის. ეს თავისთავად თავის დაღს ასვამს ამ ფრენების აქტივობას, მაგრამ მინდა გითრათ, რომ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ავიაკომპანიებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ეტაპი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფად, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს, რომ განაახლოს ფრენები, მათ შორის „ვიზეარი“, რომელიც საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება ახლა“, – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშითარხნიშვილი – ელჩებთან შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტში ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები შენარჩუნებულია
შემდეგი სტატიანათია თურნავა – იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს