თურნავა: ნათქვამი გვაქვს, რომ არ წავალთ ტოტალური ლოკდაუნის გზით და არც ვაკეთებთ ამას

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 22:12

თურნავა: ნათქვამი გვაქვს, რომ არ წავალთ ტოტალური ლოკდაუნის გზით და არც ვაკეთებთ ამას

“ჩვენ ვართ ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, ქართული ოცნება, ვისაც არამარტო ჩვენს განცხადებებზე, არამედ ჩვენს შედეგებზეც გვაკისრია პასუხისმგებლობა, ჩვენ რასაც ვაკეთებდით და რასაც ვაკეთებთ, ეს არის თანმიმდევრული, გეგმაზომიერი ნაბიჯები”. – თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

თურნავას თქმით, მთავრობა ასრულებს თავის პირობას და ტოტალური ლოკდაუნის გზით არ მიდის.

“ნათქვამი გვაქვს, რომ ადაპტაციის პერიოდია და არ წავალთ ტოტალური ლოკდაუნის გზით და არც ვაკეთებთ ამას. დაანონსებული შეზღუდვები ეხება ლოკალურად 8 მსხვილ ქალაქს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა და ეხება კონკრეტულ დარგებს და იმ დარგებშიც კი უმეტესწილად არ ვწყვეტთ სამეწარმეო საქმიანობას, გადაგვყავს დისტანციურზე”. – ამბობს თურნავა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოხდა შედარებით მსუბუქ პერიოდში სექტორის უფრო კარგად მომზადება, თურნავა პასუხობს, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა საქართველოზე ძლიერმა ქვეყნებმაც კი ვერ აირიდეს. ასევე, თურნავას მტკიცებით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ეკონომიკაში მოხერხდა ყველა დარგის ამოქმედება, ასევე გაიზარდა საექსპორტო წარმოება.

“ეკონომიკაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ავამოქმედეთ ყველა დარგი, გავზარდეთ საექსპორტო წარმოება და ეს არის სავალუტო ფონდის შეფასება და ოფიციალური სტატისტიკა.

ჯანდაცვის სექტორშიც ბევრი რამ გაკეთდა, გაიზარდა ტესტირების სიმძლავრეები, ჰოსპიტალური სექტორის სიმძლავრეები, ვერცერთმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყანამაც ვერ აირიდა თავიდან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და გარკვეული პრობლემები, სწორედ ამით იყო გამოწვეული ევროპულ სახელმწიფოებშიც ლოკდაუნი ან ნაწილობრივი შეზღუდვები და ამ გზას მივყვებით ჩვენც”. – ამბობს თურნავა.

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 22:12