თურნავა – „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა 8.26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ გასულ წელთან შედარებით, 5-დან სამი ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა“; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“.

„ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა – ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი სააკაშვილზე: მან ჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით, შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული