თურნავა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე: შევიტყეთ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა.

“შევიტყეთ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა თქვენს კოლეგებთან დაკავშირებით, მათ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა მოხდა საკმაოდ აგრესიული ფორმით. ვიცი, რომ გარკვეული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებიც არის, ტექნიკის დაზიანება. მინდა ვთქვა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლა ყოვლად მიუღებელია, ჟურნალისტებზე თავდასხმა ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს”,-თქვა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაში“თბილისი პრაიდის” განცხადება: ღირსების მარში დღეს არ შედგება
შემდეგი სტატია“პროვოკატორი”, “მოძალადე”, “დამნაშავე”- გოცირიძე პრემიერ-მინისტრზე