თურნავა: გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრად

“რამოდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ვერ გავექცევი, ავრცელებთ კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას, მე სადღაც მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და გნებავთ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე, ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ შედეგს არ გამოიღებს. აი, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, ხართ თუა არა მზად, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით?”,-ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ