თურნავა – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. ისინი ისრაელის ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა.

“ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების”, – თქვა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიპეტრიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება