თურნავა ევროპულ საქართველოზე: თითქოს არაფერი მითქვამს ისეთი, რომ გაქცეულიყვნენ

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ დებატებზე ისაუბრა.

თურნავას, თქმით დებატები მწვავე გამოვიდა, მაგრამ იგი კმაყოფილია. ამავდროულად თურნავა ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით გასულიყო სხდომიდან.

“მართალია, საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა, თვითონ ჩემმა მომწვევმა ძალამ, ევროპულმა საქართველომ რაღატომღაც ბოლო მომენტში მიატოვა სხდომა. კი დებატები კი მწვავე, მაგრამ თითქოს არაფერი ისეთი არ მითქვამს, რომ გაქცეულიყვნენ, გაკვირვებული დავრჩი. არ მოისმინეს პასუხი, მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება მოსახლეობისთვის მიგვემართა”, – ამბობს თურნავა.

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი ნათია თურნავას შემაჯამებელ სიტყვამდე დატოვა, ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ნათია თურნავასგან კიდევ ერთი სიცრუის მოსმენა არ სურდათ და სხდომათა დარბაზში დარჩენასაც აზრი ამიტომ არ ჰქონდა.

ნათია თურნავამ დებატების დროს აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი და მასთან დაკავშირებული მითები გაიხსენა. თურნავას თქმით, ომის დროს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ევროპული საქართველოდან სხვადასხვა სახელმწიფო საზღვრებიდან გარბოდნენ.

ამასთანავე, თურნავამ თქვა, რომ პარლამენტის მაშინდელმა თავმდჯომარემ, დავით ბაქრაძემ “მოსახლეობას მოუწოდა იკუპანტებს დანა-ჩანგლით შეწინააღმდეგებოდნენ.”

banner
წინა სტატიაშიიმ პირის სახლსა და ოფისში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა