თურნავა – ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა

region
ავტ.: region დეკემბერი 17, 2020 12:02

თურნავა – ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ შეხვდება ვაჭრობის ინდუსტრიას და სექტორისგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ და გახსნის შემთხვევაში როგორ აპირებენ მომხმარებლების რიგების მართვას.

თურნავას თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებაზე.

„საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ხედავს, რომ ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა, რომელსაც ჩვენზე მდიდარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც ვერ უძლებს. ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს. ხვალ შეხვედრა მაქვს არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მათგან მოვისმენ, თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვისმჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“,-აღნიშნა თურნავამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 17, 2020 12:02