თურნავა – ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველას მთავარი ამოცანაა, პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს

ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი. ჩვენ გვამოძრავებს ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ მაქსიმალურ დიალოგს, ასევე, მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თურნავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ ჩამოაშორა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს“.

ნათია თურნავას განცხადებით, საკითხის ამგვარად დასმა არასწორია.

„ეს საკითხის აბსოლუტურად არასწორი და სპეკულაციური დასმა არის. ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი. ჩვენ გვამოძრავებს ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ მაქსიმალურ დიალოგს, ასევე, მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია
შემდეგი სტატიართული ვითარება გომის მთაზე – მაშველები 8 საათია ფეხით გადაადგილდებიან