“ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ “იმედის” მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია “იმედისა” და PosTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად” – ნათქვამია თურნავას “იმედის” მიერ გავრცელებულ კომენტარში.
















