თურნავა: 2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა – დაახლოებით, 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციით. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, ჰესებთან ერთად იგეგმება ახალი თბოსადგურის მშენებლობაც.

“ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში”. – აღნიშნა თურნავამ.

წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატიალილუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მუშაობა