“კობახიძეს იმ ქვეყნის მოქალაქეების ყოფაზე, რომლის პრემიერ-მინისტრობასაც იჩემებს, წარმოდგენა არ აქვს! სიდუხჭირე ჭამს ყველაფერს!”- აღნიშნული განცხადება გააკეთა გადაცემაში “დღის ამბები” ძლიერი საქართველო-ლელოს წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში – მიმართა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ tv “პირველის” ჟურნალისტს ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.
,,გაძვირება არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია ეს. ვაკვირდები ხოლმე [ფასებს], ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო 1 თვის წინ, იგივეა შენარჩუნებული, განსაკუთრებით ძირითად პროდუქტებზე” – თქვა ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასებთან დაკავშირებით.















