თუქრეთის პრეზიდენტი ერდოღანი მარმარისში იმყოფება

ა13რამდენიმე წუთის წინ Telegraf-მა გაავრცელა ინფორმაცია რომ თუქრეთის პრეზიდენტი ერდოღანი მარმარისში იმყოფება. თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ერდოღანი რამდენიმე წუთის წინ თურქულ CNN-ს ჩაერთო პირდაპირ ეთერში და მოქალაქეებს, მოუწოდა ქუჩაში გამოვიდნენ. მანვე დაადასტურა, რომ ის რჩება პრეზიდენტად და იმყოფება უსაფრთხო ადგილად. მისივე ბრძანებით ჯარი სრულ მობილიზაციაზე გადავიდა.

ამ წუთებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ანკარაში სროლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, ამბოხებულებმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. Reuters-ის თქმით, შესაბამისი განცხადება TRT-ზე გამოქვეყნდა. განცხადებაში სამხედრო მოსამსახურეებმა დააზუსტეს, რომ უახლოეს ხანში ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული.
თურქეთში სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. დაბლოკილია “ფეისბუქი” და “ტვიტერი”, გარდა ამისა, მიუწვდომელია უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

რამდენიმე საათის წინ ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა ბილანი იილდირიმმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. მისი თქმით, სამხედროების ნაწილმა “გამოიყენეს უფლებამოსილება იარაღის შეასხებ და უპასუხისმგებლო და არაკანონიერ მოქმედებებს სჩადიან”. მან ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა სკაიპით ხალხს “დემოკრატის დასაცავად” ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა.

https://youtu.be/gphwgqsJ8Eg

banner
წინა სტატიაში(video) უახლოეს ხანში ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინსიტრო თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს