21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“თუნდაც მოჩვენებით, ფორმალურ სამართლებრივ საფუძველსაც არ თვლიან საჭიროდ”- გია ნოდია პარტიების ამკრძალავ სარჩელზე

“თუნდაც მოჩვენებით, ფორმალურ სამართლებრივ საფუძველსაც არ თვლიან საჭიროდ (როგორიც იყო, მაგალითად, წულუკიანის კომისია). ფორმულაა: “ვინც გაგვაბრაზებს, ყველას ავკრძალავთ”,_ ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ, “დაკორექტირებულ სარჩელს” შეიტანენ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის, ნაციონალურ მოძრაობას და ლელოსთან ერთად, პარტია ფედერალისტების აკრძალვასაც მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“მამა ნიკოლოზი იმ ადამიანებმა მოკლეს, ვინც მასთან ექიმები არ შეუშვა” – მრევლი
შემდეგი სტატიაისრაელი: “ისლამური რევოლუციური გვარდია” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე თავდასხმას გეგმავდა