თუკი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობს, უნდა გაუქმდეს

თუკი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობს, უნდა გაუქმდეს – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ოდეერის ინსტიტუტი”.

“როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ოდეერის ინსტიტუტი”. თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი არ ჩაერევა უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და ვინ იქნება კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, ეს თვითონ უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დამრღვევებს ოსეთიდან გააძევებენ
შემდეგი სტატიაობამა პუტინზე: “ის არც ისეთი სულელია”