თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინმე არ ეთანხმება, შეუძლიათ გაასაჩივრონ

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინმე არ ეთანხმება, შეუძლიათ გაასაჩივრონ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და არასასურველი განაჩენი ორივე მხარეს შეუძლია სხვა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.

„დღეს ჩვენ ყველამ მედიის დახმარებით, ვნახეთ ის განაჩენი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე. თუკი თავად ბატონ რურუას, მისი ადვოკატების მხრიდან, ან პროკურატურის მხრიდან, რომელიც მხარეა ასევე ამ საქმეში, აქვს რაიმე წუხილი მოცემულ განაჩენთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს თავისუფალ პირობებში, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, იუსტიციის მინისტრისგან, კანონმდებლებისგან თავისუფალი სასამართლო, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია გაასაჩივროს მისთვის არასასურველი განაჩენი, ან ამ განაჩენის რომელიმე ნაწილი, თუ ისინი მას არ ეთანხმებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმო

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ონში, სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა