,,თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის ქართული ოცნების ხუთწლიანი პოლიტიკა დეკლარირებული”

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის კომენტარი უმრავკლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის მხრიდან საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლორა ტორტორნისადმი გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრობს:

,,NDI-ის დირექტორის განცხადება წარმოადგენდა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას ამერიკის მოქალაქის მხრიდან და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის კრიტიკას. თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის ქართული ოცნების ხუთწლიანი პოლიტიკა დეკლარირებული, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დისკუსიის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის,’’- განაცხადა ოთო კახიძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები სამხედრო სამსახურს რუსეთის ჯარში გაივლიან