თუკი ერდოღანი ქურთებს დაბომბავს, ტრამპი თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრმაპი “თურქეთის ეკონომიკის განადგურებით” იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ანკარა სირიაში ქურთებზე თავდასხმას განახორციელებს ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ. ორ “ტვიტიში”, რომელიც პრეზიდენტმა კვირას გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ თურქეთის პროვოცირება ქურთებმაც არ უნდა დაუშვან.
ორშაბათს, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა “ტვიტერში” “ფატალური შეცდომა” უწოდა სირიელი ქურთების ქურთისტანის მუშათა პარიასტან გაიგივებას, რომელიც ამერიკის ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია.
“ტერორისტები ვერ იქნებიან თქვენი პარტნიორები და მოკავშირეები. თურქეთი აშშ-სგან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დაცვას მოითხოვს და არ სურთ, რომ ის ტერორისტულმა პროპაგანდამ შელახოს” – კალინმა თქვა.

ამერიკელი სამხედროები “ისლამურ სახელმწიფოს” ქურთებთან ერთად ებრძოდნენ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან გაყვანა დააანონსა, ერდოღანმა სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარი გადასხა. ანკარა არა ერთხელ იმუქრებოდა სირიელ ქურთებზე თავდასხმით.
ადრე აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ თურქ კოლეგასთან მავლუტ ჩავუშოღლუსთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ქურთულ დაჯგუფება YPG-სთან დაკავშირებით მხარეები კომპრომისს მიაღწევენ. პომპეოს თქმით, შტატები აღიარებენ თურქეთის უფლებას, თავი დაიცვას ტერორისტებისგან. “თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი, ვინც არ არიან ტერორისტები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენს დაცვას იმსახურებენ” – პომპეომ თქვა.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთულ YPG-ს, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს და რომლის წინააღმდეგაც თურქეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიიაპონია ომის ელექტრონულ თვითმფრინავებს შექმნის
შემდეგი სტატიათეირანთან სატვირთო “ბოინგი” ჩამოვარდა