“თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები” – კობახიძე

თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება გვექნება- აცხადებს პარლამენტის თავმჯოდმარე თბილისის მერიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას.

„საკრებულოს სხდომები არის ღია. რაც შეეხება მერიაში შეშვების საქმეს, თუკი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე, ეს შეიძლება შესაბამისი შეზღუდვის საფუძველი გამხდარიყო, თუმცა, დეტალები არ ვიცი. თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება გვექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი : მერიასთან დაკავებულებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ
შემდეგი სტატიამერიაში შშმ პირებმა შესვლა ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია – ნარმანიას მოადგილე