თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ ოცნების ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია – უგულავა

“სალომე ზურაბიშვილზედ:
1. ბოდიში ბიძინას სააკაშვილ-გვარამიასთან ერთად მოხსენიებისთვის. ბიძინა კარგია – კობახიძე-ღარიბაშვილი ცუდი
2. ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ოცნების ორი პროპაგანდისტული ნარატივი. კერძოდ, დასავლეთი ომში გვითრევს, ომის პარტია, მეორე ფრონტი – გამოაცხადა როგორც ბლეფი და რუსული ნარატივი. ასევე, ჩავარდნა თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხიამგებლობაა, რაც არ უნდა “რადიკალური” იყოს ოპოზიცია. ეს ძალიან მძიმე აქცენტია ოცნებისთვის
3. რეზოლუციიდან ახსენა მხოლოდ გვარამია. რაც იდეაში ნიშნავს რომ უშვებს მის შეწყალებას. მაგრამ სრულიად უსინდისოდ არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. არადა რეზოლუციაში მკაფიოდაა მისი ჰუმანურობის საფუძველზე სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანის მოთხოვნა
4. დაანონსა 16 ივნისს აქცია. სრულიად უადგილო და გაუგებარი მიზნით. არ მგონია რომ იქ ბევრი ხალხი მივიდეს და ამიტომ არ ვიფიქრებდი ამ თარიღზე ბევრს. ვიღაცა მივა ვიღაცა არა. გინება არაა საჭირო. 20 ივნისს ეს ვერ გადაფარავს. 20-ში ძალიან ძალიან ბევრი ხალხი იქნება გარეთ
დასკვნა: მე-2 პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს რომ სალომესა და ოცნებას შორის (არა ბიძინას) ხიდი საბოლოოდ ჩატყდა. თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ ოცნების ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია. ეს ნიშნავს რომ ივანიშვილი ასე ცდილობს გადარჩენას. სისულელეა. მორიგი “ღარიბაშვილზე უკეთესი” ან “პრემიერი ბახტაძე” აღარ მიიღება. სხვა დროა, სხვა ვითარებაა.
ზოგადად, გუშინდელი ბრიფინგი “შიდაქოცურ რაზბორკას” უფრო ჰგავდა, ვიდეე პრეზიდენტის გამოსვლას, რომლისაგანაც ხალხი დიდი ხანია სადღეგრძელოების ნაცვლად, მოქმედებას ან გაჩუმებას მოითხოვს” – წერს გიგი უგულავა, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადების შეფასებისას, სადაც პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უპრეცედენტოდ მწვავე რეზოლუციის მთავარი გზავნილები არ გაითვალისწინა, პოლიტიკური პატიმრები ციხეში დატოვა და “ოცნება” გააკრიტიკა იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის აცილება ვერ შეძლეს და ასევე, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. მან თავად დააანონსა 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრება.

banner
წინა სტატიაშიხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, ხმას არავინ მოგცემს… – კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე
შემდეგი სტატიათუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია