“თუ ზღვარს გადავლენ, შეიძლება. იმდენი მასალა დავდოთ, ალბათ, კმაყოფილები არ დარჩებიან”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “მრეწველმა” გოგი თოფაძემ მეორე არხის ეთერში “რესპუბიკელებთან” დაპირისპირების თემაზე ისაუბრა.

“როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ უკვე რამდენიმე მაგალითია, როცა ისინი აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის, ქალბატონი მინისტრიც. ცოტას ალბათ კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში რომ ალბათ, არ დარჩებიან კმაყოფილები”,-განაცხადა თოფაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მხრიდან კანდიდატურის მოხსნა აკადემიური საბჭოს შეურაცხყოფა იქნება”
შემდეგი სტატიათავისუფალი დემოკრატები ახალი ეკონომიკური ინიციატივით გამოდიან