“თუ ზელენსკი შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მომავალში უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება” – აშშ-ის ოფიციალური პირები ნატო-ელ მოკავშირეებს

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი “სამშვიდობო შეთანხმებას” ხელს არ მოაწერს, მომავალში უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება – ამის შესახებ The Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სწორედ ამიტომ, აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს ურჩია, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე უახლოეს დღეებში დათანხმებისკენ მოუწოდონ.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს რამდენიმე ევროპელ ელჩს კითხვის ნიშნები ჰქონდა შეთანხმების შინაარსთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აწარმოა აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები მოკავშირეების ინფორმირების გარეშე.

„ეს იყო კოშმარული შეხვედრა. კვლავ იყო „თქვენ არ გაქვთ კოზირის“ არგუმენტი“, – აღნიშნა წყარომ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
შემდეგი სტატია“სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა” – ირაკლი ფავლენიშვილი