10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

“თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი”- ირაკლი კობახიძე

“2012 წლიდან ჩაიყარა საფუძველი და ამან ნაყოფი არსებითად გამოიღო 2021 წლიდან. არც წინა პრემიერის და არც ჩემი პერსონალური დამსახურება ეს არ არის. ეს არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობითაც გათავისუფლდა ბიზნესი… ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. არცერთი პერსონის დამსახურება ეს არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება და თუ ვინმეზე, 1 პიროვნებაზე, შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება – ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული… გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში თუკი ვინმეზე შეგვიძლია დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასევე, ყველა წარმატება არის გუნდის შედეგი და გუნდურობის შედეგი…”_ თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშივალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია
შემდეგი სტატია“ბორია, შენ და შენს ზოოპარკს გილოცავთ პუტინის დაბადების დღეს”- სააკაშვილი