თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება – თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროცესი ხელისუფლებამ დროულად უნდა დაიწყოს.

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში “ქართულის ოცნების” მხრიდან საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

“თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მათ ჩვენი დღის წესრიგით ვუთხრათ, რომ დაიწყეთ 12 პუნქტის შესრულება, ანუ დეესკალაცია დაიწყონ პოლიტპატიმრებით. ეს გამოიწვევს დეესკალაციას იმიტომ, რომ ესეც თამარ ჩარკვიანის, სალომე სამადაშვილის, სამნიძის და ასე შემდეგ სურვილები კი არ არის, ეს წერია იმ 12 პუნქტში – დეესკალაცია, პოლიტპატიმრები. დაიწყონ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი საკითხი, გაუშვან ხელი პროკურატურას, რაც ძალიან მარტივია”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს
შემდეგი სტატიაპატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ – ზახაროვა