“თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად, ეს არის მერაბიშვილი” – კობახიძე ქიმიური იარაღის სკანდალზე

“თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ქიმიური იარაღის სკანდალზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, “წესით, შსს-ს უნდა გადაემოწმებინა, რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს”

“პირველების” კორესპოდენტის შეკითხვაზე, “თქვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ თუ არა”, კობახიძე პასუხობს:

“არა, როგორ გეკადრებათ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის… კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება”.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
შემდეგი სტატია“თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, მიზანი – დაშინებაა” – ეკა გიგაური