“თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პრემიერის ინიციატივები რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია, ეს გეგმა მაინც განხორციელდება”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეხვედრა გაიმართა, სადაც კითხვები ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე დაისვა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა აქცენტები ძალიან ცხადად დასვა და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა და პრემიერის ინიციატივები რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია, ეს გეგმა მაინც განხორციელება.

მისი თქმით, ახალი ინიციატივების მიზანია, არსებული გამოწვევები დაიძლიოს, რაც მოსახლეობის სიკეთეს ემსახურება.

„რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სადაც ყველა კითხვა ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე დაისვა. ვისაც სურვილი გვქონდა, რომ მეტი ინფორმაცია მიგვეღო, ამ თემებზე ძალიან გულღიად ვისაუბრეთ. არავითარი შეუთანხმებლობა და განსხვავებული პოზიციები არ მომისმენია. სანამ ბიუჯეტის მოსმენა იქნება, მანამდე შეხვედრა კიდევ შედგება, რომ ახალი ინიციატივები სწორად გაგებული და ოთხპუნქტიანი გეგმასთან თანხვედრაში იყოს”, – აღნიშნა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში მოხუცმა ქალმა ნაჯახით შვილი მოკლა
შემდეგი სტატიაე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დევნოზაშვილს ზეწოლაში სხვა ჟურნალისტებიც ადანაშაულებენ