თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, ეს არ გამოვა – კალაძე სააკაშვილზე

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა”, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს, სასჯელი სრულად მოიხადოს.

“ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი თუ ეს ასეა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში, და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ეს არის ტყუილი, ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება. მას მოუწევს სასჯელის მოხდა, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ”, – თქვა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს
შემდეგი სტატიავაშაძე – “ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ