“თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება”

თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების და საცხოვრებელი კორპუსების ავტოსადგომების დატბორვის შესახებ განაცხადა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა, რის შემდეგაც მოხდება მისი ანაზღაურება.

“ამ დროისთვის ჯერ ზარალის ოდენობა არ არის დათვლილი, თუმცა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, სადაზღვევო კომპანია და გამგეობა ერთად დაითვლის ზარალს და აუცილებლად მოხდება მისი ანაზღაურება. ავარია მოხდა წყლის მილზე, სავარაუდოდ კარგად არ იმუშავა იმ სანიაღვრე სისტემამ, რომელიც ახალი გაკეთებულია. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება”, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა.
ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ასევე დაზიანდა ავტომობილები. ამ მომენტისთვის წყალი დაკეტილია. ადგილზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია6 მარტს მთელს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი