თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ამ ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ – ეკა ხერხეულიძე

“თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას” – ასე მიმართა ენმ-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

ხერხეულიძემ რუსული კანონის ხმის მიმცემი დეპუტატები პირდაპირ დადანაშაულა სამშობლოს ღალატში და მათ პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინოებად ჩაიწერებიან.

“თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ამ ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ, ვისაც გამოცხადებული ქვეყნის ღალატის ქრონიკა გაქვთ დაანონსებული თქვენი უკვე სამი კენჭისყრით. ეს ყმუილი თქვენი კოლეგების მიმართ განახორციელეთ, როდესაც იგივე ტექსტებით, უსამართლოდ აქეთკენ იშვერენ ხელს.

ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებას ხედავთ, არის წარმავალი. ასე არ არის, საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ უყურებთ, რომ ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა და საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, პროფესორ-მსწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. ” აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშირაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი – პაპუაშვილი ხაჯიშვილს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – იონათამიშვილი