თუ ვინმეს აინტერესებს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს – კოლასი

„თუ ვინმეს აინტერესებს და სურს გაიგოს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

დიეგო კოლასის თქმით, ეს პროცესი 6 თვის შემდეგ არ დასრულდება და გაგრძელდება.

„უამრავი სპეკულაცია გვესმის იმის შესახებ თუ რა მოხდება და ვის რა განზრახვები აქვს, თუ ვინმეს აინტერესებს და სურს გაიგოს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, იქ არის მოცემული მკაფიო განმარტება, თუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები და რა არის ის, რისი დანახვაც გვსურს.

კიდევ ერთი რამ ვადების შესახებ, აქ არის ეტაპები, ისე ნუ დავინახავთ, თითქოს ახალ და დაიწყო და 6 თვის შემდეგ დასრულდება, ეს პროცესი გაგრძელდება და მთავარია შეასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროპულმა საბჭომ მოგცათ და იპოვოთ მეთოდი, როგორ ჩართოთ ყველა დაინტერესებული მხარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – აცხადებს საქართველოში საფრანგეთის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიმედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც ომის გამოცხადების საფუძველი
შემდეგი სტატიასაქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი, ამის გათვალისწინებით ვიტყოდი, რომ ეს ქვეყნისთვის იყო წარმატებული – კოლომინა