თუ ვინმე ძალადობდა, ყველა დასასჯელია – ირაკლი კობახიძე მომიტინგეებზე ძალადობის შესახებ

ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალოვნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებზე იყო იდენტიფიცირების პრობლემა და შესაბამისი გამოძიება ჩასატარებელია, ხოლო ვინც ძალადობდა, ყველა უნდა დაისაჯოს.

“თუ ვინმე ძალადობდა ყველა არის დასასჯელი. რაც შეეხება ძალოვნების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულების და იდენტიფიცირების პრობლემა, გეთანხმებით, რომ დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ რამდენად არის იდენტიფიცირებადი კონკრეტული პირები.
იდენტიფიცირებადი არ იყვნენ ეს პირები, თუმცა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი სამუშაოები, მინდა ვთხოვო პროკურატურას და შსს-ს, თუ ისინი შეძლებენ იდენტიფიცირებას მაქსიმალურად უნდა ცადონ და ჩაეძიონ” -თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიკიევში 1 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიათბილისი გასათავისუფლებელია და ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები – ხაზარაძე