თუ ვინმე დაგვიპირისპირდება და პოლიტიკური ელფერს შემოიტანს, ადეკვატურ პასუხს გავცემთ – გვრიტიშვილი დოლიძეზე

ანა დოლიძე ბოლო დროს ძირითადად მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. გვრიტიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დღეს ანა დოლიძეს დანიშნავს. მისივე თქმით, თავად საბჭო ყველანაირად შეეცდებაა იყოს კონსტრუქციული გარემო.
“ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ ვის მოავლენს საბჭოს წევრად. ზოგადად, საბჭოს წევრი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი რეპუტაციის და პრინციპული. საბჭოს წევრმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც სასამართლო სისტემის წევრმა და იმოქმედოს, როგორც სასამართლო სისტემის ნაწილმა. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ მოღვაწეობას, ბოლო პერიოდში ძირითადში იგი მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, საბჭოს ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შემოტანას და იმოქმედებს, როგორც სასამართლოს ნაწილი… თუ ვინმე დაგვიპირისპირდება და მოინდომებს პოლიტიკური ელფერის შემოტანას, შევეცდებით ადეკვატური პასუხი გავცეთ” განაცხადა გვრიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა