თალაკვაძე: თუ ვინ იქნება ახალი ჯანდაცვის მინისტრი, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, თუ ვინ იქნება ახალი ჯანდაცვის მინისტრი, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გახდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი.

„მესმის, რომ გინდათ, მოვლენებს გაუსწროთ და საზოგადოებას პირველებმა შეატყობინოთ, თუ რომელი კანდიდატურები განიხილება, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდება კონსულტაციებით და ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ მოცემულობაში ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“ილია მეორე და მისი ბანდა მეთოდურად ანადგურებენ იმ რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მამაცურად და საჯაროდ აპროტესტებენ ეკლესიის კატასტროფას”
შემდეგი სტატიაზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს