თუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

თუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ – აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი სამოქალაქო საზოგადოება “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ორგანიზებით მიმდინარე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას. კოლასი საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს იშველიებს და ამბობს, რომ გაფართოების პროცესი ნაჩქარევად ვერ განხორციელდება:

ევროპარლამენტში გამოსვლისას მაკრონმა ნათლად განაცხადა, რომ მის გულში უკრაინა უკვე ევროკავშირის წევრია და მან ასევე ისაუბრა მოლდოვისა და საქართველოს შესახებ, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ლეგიტიმური უწოდა. თუმცა, ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაფართოება ისეთი პროცესია, რომლის ნაჩქარევად განხორციელება არასწორია. თუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, რომ გაფართოებისთვის ვიმუშაოთ, ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება” ამბობს დიეგო კოლასი.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის
შემდეგი სტატიაგანაჩენი დაუსაბუთებელია… ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები – საია-ს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეზე