“თუ უკრაინა დაეცემა, ომი არ შეჩერდება” – გერმანიის კანცლერი მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს?!

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი 1938 წლის მოვლენებს შეადარა და თქვა, რომ მაშინდელი „დათმობების პოლიტიკა“ საბოლოოდ დიდ აგრესიაში გადაიზარდა.

CDU/CSU-ის კონფერენციაზე გამოსვლისას მერცმა გაიხსენა პერიოდი, როცა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი ჩეხოსლოვაკია აიძულეს, სუდეტის ოლქი დაეთმო. მისი თქმით, ეს ჰიტლერისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და რამდენიმე თვეში ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც დაიკავა.

მერცის შეფასებით, ანალოგიური რისკია დღესაც: თუ უკრაინა დამარცხდება, ომი არ შეჩერდება.

“ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის წინააღმდეგაც. და თუ უკრაინა დაეცემა, ომი არ შეჩერდება. ისევე როგორც 1938 წელს სუდეტის ოლქი არ იყო საკმარისი. პუტინი არ გაჩერდება”, -განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი სახელწმიფოს უსასყიდლოდ გადასცა
შემდეგი სტატია“ვასაჩივრებთ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ კანონებს” – “ენმ”–ს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში