,,თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ”

თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე – უნდა ველოდოთ თუ არა მნიშვნელოვან სიახლეებს საარჩევნო სიაში, პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. “თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატო-ში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი – ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ. არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმენენ
შემდეგი სტატია,,მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ”