თუ წაიღებენ რუსთავი2-ს, მაშინ მთელი ქართული მედია იქნება ნოკდაუნში – ქეთი მსხილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ქეთი მსხილაძე, ფიქრობს, რომ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა საზოგადოებამ უნდა მიიღოს, რადგან თავისუფალი მედიის შეზღუდვა „მედიასივრცის განეიტრალებას“ გამოიწვევს.

მისი აზრით, ადრე თუ გვიან, მედიის შეზღუდვის შედეგებს, თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს.

ქეთი მსხილაძის განცხადებით, სახეზეა რინგი, რომელზეც სიტყვის თავისუფლება და გარე ძალები ეჭიდავებიან ერთმანეთს.

„ერთ მხარეს არის სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული საფუძველი, ხოლო მეორე მხარეს – გარეშე ძალები, რომლებიც ცდილობენ, დაამარცხონ მოწინააღმდეგე. კრივის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ჯერჯერობით მსუბუქი დარტყმებს ახორცილებენ, მაგრამ თუ წაიღებენ რუსთავი2-ს, მაშინ მთელი ქართული მედია იქნება ნოკდაუნში,“ – განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

მან აღნიშნა, რომ აქცია არამხოლოდ რუთავი2-ის, არამედ ყველა ჟურნალისტის, მედიის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და დემოკრატიის დასაცავად მივიდა.

banner
წინა სტატიაშიერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ – ნინო ჯანგირაშვილი
შემდეგი სტატიადღეს საქართველო გაერთიანდა რუსთავი2-ის გარშემო – ზაზა ბიბილაშვილი