თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება “ევროპა უსამართლოდ მოგვექცა” და “ევროპამ მიგვატოვა” – გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების ამოცანაა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. მისი თქმით, თუ სტატუსი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველომ მაინც მიიღო, ხელისუფლება დადგება მოცემულობის წინაშე, რომ ეს გაყიდოს, როგორც საკუთარი წარმატება.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება “ევროპა უსამართლოდ მოგვექცა” და “ევროპამ მიგვატოვა”.

“ხელისუფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ. შიდაპოლიტიკურად მას ეს არ აწყობს, მაგრამ ეს საგარეო პოლიტიკის საკითხია და როგორც ყველა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება მოსკოვში.

თუ სტატუსი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველომ მაინც მიიღო, ხელისუფლება დადგება მოცემულობის წინაშე, რომ ეს ფაქტი პროპაგანდის მეშვეობით გაყიდოს, როგორც საკუთარი წარმატება.

თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება “ევროპა უსამართლოდ მოგვექცა” და “ევროპამ მიგვატოვა”.

(ამ ორი პროპაგანდისტული ნარატივიდან რომელი უფრო მარტივად მიაღწევს წარმატებას, თქვენ გადაწყვიტეთ. “ორივე” – არასწორი პასუხია )

სტატუსის შემაკავებელი ეფექტი დემოკრატიის ნგრევის, სახელმწიფოს მიტაცების, რუსეთისკენ გეოპოლიტიკური სვლის და სხვა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, რუსული ავტორიტარიზმის პირობებში უკიდურესად დაბალია, თუ საერთოდ, არსებობს.

ასე გამოიყურება საკითხი, თუ მას რაციონალურად და ლოგიკურად მივუდგებით. ემოციური მიმართებების ნამდვილად მესმის: მეც მიჭირს ამისგან სრულად დაცლა ამ საკითხს როცა ეხება საქმე. მესმის, მაგრამ არ ვიზიარებ. ყველა ამგვარი “მაინც დავიმსახურეთ” ტირადები მაინც გულმხურვალე (და არა ფარისევლურ) სადღეგრძელოებამდე დადის”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა – წითლიძე
შემდეგი სტატიაკარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს – ვოლსკი