თუ სხვა სანდო კვლევებს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, მეორე კვლევა ასცდა რეალობას – გიგა ბოკერია Edison Research-ის კვლევაზე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია Edison Research-ის სოციოლოგიურ კვლევას ეხმაურება, რომელიც 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც მოკლე პერიოდში კვლევის შედეგები განსხვავებულია, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი რეალობას არ ასახავს.

ბოკერია დარწმუნებულია, რომ მეორე ტური დავით ბაქრაძეს და გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

„როცა ერთი და იგივე ჯგუფის, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ის“ ორი კვლევა ერთი კვირის ფარგლებში თითქმის ასე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს ნიშნავს, რომ ან პირველი ან მეორე ასცდა რეალობას და თუ სხვა სანდო კვლევებს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, მეორე კვლევა ასცდა რეალობას და ეს ხდება ხოლმე. ამიტომ, საერთო სურათი, ჯერჯერობით, არის იგივე, რაც იყო, ბაქრაძე ლიდერობს მცირე უპირატესობით ვაშაძესთან და მათ შორის იქნება მეორე ტური, რომელშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაქრაძე გაიმარჯვებს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება – გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.

შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც – 22-დან 16 % -მდე.

banner
წინა სტატიაშირა პარლამენტის თავმჯდომარე იტყვის და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები? – გია ვოლსკი მედიასა და მესამე სექტორზე თავდასხმას აზრის გამოხატვას უწოდებს
შემდეგი სტატიაკობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა – გიორგი მშვენიერაძის პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს