თუ სხვა ქვეყნები გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან, მიწოდება შეუწყდებათ – პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ქვეყნები ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სხვა მომხმარებლები “უარს იტყვიან ახალი სისტემით გადახდაზე”, მაშინ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ გაზის მიწოდება შეწყდეს, “რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება”.

დმიტრი პესკოვმა რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი ბუნებრივ არის შანტაჟის იარაღად იყენებს და თქვა, რომ რუსეთი ენერგეტიკის “სანდო” მიმწოდებელია.

“ეს საჭიროება ნაკარნახევი იყო იმით, რომ ჩვენი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბლოკეს, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიპარეს. შესაბამისად, ეს შანტაჟის საკითხი არ არის”. – თქვა პესკოვმა.

რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთის გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

banner
წინა სტატიაშიერთის მხრივ უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იგებენ ომს და მეორეს მხრივ, ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს – ხელაშვილი
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება