“თუ სიმპტომები გვაქვს და ტესტი უარყოფითია, უნდა დარჩეთ იზოლაციაში”

“ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია დიაგნოსტიკური საშუალებების შესახებ, რომელიც მიუთითებს, რომ ადრეულ ეტაპზე, როცა პირს შეიძლება აქვს სიცხე, ხველა, სურდო, ანუ დამახასიათებელი სიმპტომები, გაიკეთებს ანტიგენ ტესტს ან შესაძლოა, პისიარს და იყოს ცრუ უარყოფითი პასუხი. ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ყველა ტესტს აქვს დღევანდელ პირობებშიც ანუ გვიწევს კიდევ კლინიკური ანალიზიც, ამ შემთხვევაშიც, მთავარი ნიშანი ადამიანისთვისაც და კლინიკური სექტორისთვისაც, იქნება სიმპტომები, თუ სიმპტომები გვაქვს, ანუ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, ხველა, ტემპერატურის მომატება და ტესტი არის უარყოფითი, მაინც პირი უნდა იყოს იზოლაციაში, ნებისმიერი გრიპის შემთხვევაში, ყველა გრიპის ვირუსი გადამდებია და შესაძლოა, რისკი იყოს სხვისთვის, ნუ დავიწყებთ იმის ძიებას,როდის იქნება ტესტი დადებითი და შეიძლება, ვიმოძრაოთ თავისუფლად ქუჩაში, სამსახურში და გვქონდეს კონტაქტი სხვებთან, ასეთ დროს მთავარი იქნება, ადამიანი დარჩეს სახლში, არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად და დავიცვათ გავრცელებისგან”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულოში ხმაური იყო
შემდეგი სტატია“თუ ამათთან ფულს გავათეთრებდი, ნახევარი რატომ არ შემხვდებოდა? ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთრო ბაბუო”