თუ სიგუასადმი დარჩება კითხვები, მას გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად მოუწევს კომისიის სხდომაზე მისვლა

“თუ იოსებ სიგუასადმი დარჩება კითხვები, მას გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად მოუწევს კომისიის სხდომაზე მისვლა,” – ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრება. ოფიციალურ მიზეზად კი მისი ცუდად ყოფნა სახელდება.

„სიგუას ხელმძღვანელის განცხადებით, მას აქვს სიცხე. ამას პრინციპში მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ, თუ მასთან კითხვები იქნება, როდესაც აღარ ექნება სიცხე და გაუვლის, შემდეგ დავუსვამთ ამ კითხვებს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს მოხდება ეს თუ რამდენიმე დღის მერე,“ – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სიგუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა, მდინარაძე ამბობს, რომ თბილისის პოლიციის უფროსისგან ასეთი განმარტება არ მიუღია.

„პატაკზეც შევეკითხეთ, ასევე ვკითხეთ, რატომ არ მოვიდა სიგუა. მათი განმარტებით, ცუდად არის, გუშინაც ცუდად იყო, მაგრამ მაინც იყო მოსული, დღეს კი ვეღარ შეძლო,” – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიათბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა