თუ შეიძლება დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 14:37

თუ შეიძლება დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად

დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში შექმნილი ვითარება უკავშირდება 20 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში ჩასვლას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამას გამორიცხავს.

„პირველ რიგში ინფორმაციის დაზუსტება დამჭირდება. დარწმუნებული ვარ, რეალურად თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 14:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics