“თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება” – არჩილ თალაკვაძე

“თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ არ შეიცავს არ უნდა დაიწყოს” – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძისა და მისი ძმის თედო კობახიძის მისამართით ე.წ კოკაინის საქმეში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მას ამ ურთიერთბრალდებებზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ამ საქმეზე შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, სადაც მხარეებს მიეცემათ საშუალება გაარკვიონ ეს საკითხი.

banner
წინა სტატიაშიდღეს სახელმწიფო დროშები დაეშვება
შემდეგი სტატიამთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დავით ბაქრაძე არ ფლობს